top of page

თაკო ჯიბუტი

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ფოტოგრაფი, ყოფილი პროფესიონალი ბალერინა და ამჟამად, მოყვარული ჩოგბურთელი. საყვარელი ადგილი - სახლია, რომლის სითბოზეც ზრუნავს მისი ცხოვრების მთავარ ადამიანთან და ყველა დროის ორ უდიდეს სულიერ აღმზრდელთან - 8 წლის ლეასთან და 2 წლის მართასთან ერთად.

Რამდენიმე წლის წინ, გამიჩნდა სურვილი მესწავლა, თუ როგორ უნდა ვყოფილიყავი უფრო ბედნიერი ყოველდღიურ ცხოვრებაში. დედას რჩევით, დავიწყე თანამედროვე სულიერი მენტორებისა და ფილოსოფოსების ნაშრომების კითხვა.

 

რამდენიმე ავტორმა სულიერების არსი და ბედნიერების შესაძლებლობა მთლად ცხვირწინ მომიტანა, იმდენად ახლოს, რომ გასხივოსნების ამბიციაც კი გამიჩნდა, ვგრძნობდი რომ აი ცოტაც და, გავსხივოსნდები. Შემდეგ მივხვდი, რომ ისევ ეს “ცოტაც და” მიშლიდა ხელს, რომ აქ და ახლა ვყოფილიყავი და გავსხივოსნებულიყავი, ამიტომ ამ გეგმის შესრულებას (დროებით) შევეშვი, გადავწყვიტე მოდუნება და გონების მართვისა და ბედნიერების უნარების განვითარებაზე ფოკუსირება.

Როდესაც ამ მიმართულებით გარკვეული თეორიული ცოდნა დავაგროვე, მივხვდი, რომ ახლა უკვე მაინტერესებდა სხვა, ჩემნაირი ადამიანების გამოცდილება თვითშემეცნების კუთხით. Როგორ გრძნობენ ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები თავიანთ ყოველდღიურობაში თავს? Რა ანიჭებთ ბედნიერებას და კმაყოფილების განცდას? Როგორ ერევიან მავნე ჩვევებს და ნერგავენ სასარგებლოს? Რა შთააგონებთ და აძლევთ მოტივაციას? Როგორ მუშაობენ საკუთარ თავზე და ხდებიან უკეთესები?

 

დავიწყე საუბრები ადამიანებთან, ჩემ მეგობრებთან თუ ნაცნობებთან, რომლებისგანაც შთაგონებას ვგრძნობდი და აღმოვაჩინე, რამდენი რამის სწავლა შეიძლება მათგან, მათი ისტორიები და ბედნიერების ძიების გზები უნიკალური და ძალიან საინტერესოა. თანდათან მივხვდი, რომ მინდა ადამიანების გამოცდილების სხვებისთვის გაზიარებაც, წერისა და ფოტოგრაფიის, იმ ორი საქმიანობის საშუალებით, რაც მე მანიჭებს ბედნიერებას.

Tako-Jibuti.jpg
  • Facebook
  • Instagram

|  Tbilisi, Georgia  

© 2021 by Sheni Aré  |

All photographs © 2014-2021 by Tamar Jibuti 

bottom of page